Saturday, March 19, 2016

მეცხრე დღე

გავაკეთეთ საქაღალდის პრეზენტაციები,გავუზიარეთ ერთმანეთს.მივეცით უკუკავშირი.დრავთ დისკზე საქაღალდის ატვირთვა.ბმულის მიბმა.განვიხილეთ ზოგადი ინფორმაცია.ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ მუშაობას პროექტებით

მერვე მოდული

გავიხსენეთ და შევაჯამეთ წინა მოდულებზე ნასწავლი სკითხები. შემდეგ წარმოვადგინეთ პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. სასწავლო პრექტის პორტფოლიოს გადახედვის და დასრულების შემდეგ განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლისა და მოსწავლისათვის გააზრების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისათვის. გავიხსენეთ ჩვენ მიერ შემუშავებული იდეები და მასალები, რომლებიც გამოიყენება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. საპრეზენტაციო ჩვენება საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის შესაძლებლობას გვაძლევს და, ამდენად, მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა. უღრმესი მადლობა ქალბატონ ნანას. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და სახალისო სამუშაო. ვფიქრობ დიდი ინტერესით ჩაერთვებიან მოსწავლეები ამ პროექტში და უფრო სახალისოს , საინტერესოს გახდის საგაკვეთილო პროცესს.

მეშვიდე მოდული

მეშვიდე მოდულზე გავიხსენეთ სასწავლო პროექტის მიზნები, შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას , აგრეთვე ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიებიჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, ჩვენ შევქმენით დოკუმენტი, პრეზენტაცია, ვებრესურსი. დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის. გავეცანით როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.

მეექვსე მოდული

ამ მოდულზე ვისწავლეთ, როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მასწავლებლად იქცნენ .როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები. ვისწავლეთ როგორ უნდა შევადგინოთ ნაშრომის შეფასების გეგმა. ვიმსჯელეთ წყვილებში შეფასების რუბრიკებზე.ვიმსჯელეთ როგორ შევქმნათ დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად.

მეოთხე მოდული

მეოთხე მოდულზეგავეცანით თუ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენებას. ვისწავლეთ როგორ დავგეგმავთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშებს კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება. გავეცანით როგორ უზრუნველყოთ მოსწავლეების მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა საპროექტო დავალებებზე მუშაობისას.

მესამე მოდული

მესამე მოდულზეგავეცანით, თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. ასევე განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტის ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს. განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვა და მათი კანონიერი გამოყენების ეფექტური გამოყენება. განვიხილეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევა მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში.

მეორე მოდული

გავიხსენეთ წინა მოდულში გავლილი აქტივობები, შემდეგ კი დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. პირველ რიგში განვსაზღვრეთ სტანდარტები და შევიმუშავეთ მიზნები სასწავლო პროექტისათვის. ტრენერი გვესაუბრა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომ ასეთი კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები. ასეთი კითხვების დასმა განაპირობებს ჩართულობის ხარისხის გაზრდას სასწავლო პროცესში. გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნები. სასწავლო პროექტის შეფასების დაგეგმვისას აუცილებელია გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების ოთხივე მიზანი, როგორიცაა: ა) მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, ბ) თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, გ)პროგრესის მონიტორინგი, დ) ნასწავლის გააზრების შეფასება. განმსაზღვრელი შეფასების დროს ვითვალისწინებთ ისეთ მიზანს, როგორიცაა: მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით. გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს და შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პრეზენტაციის მონახაზი. სიღრმისეულად განვიხილეთ Power point-ის პროგრამა.შევისწავლეთ ბლოგზე პოსტის დადება, წაშლა და ჩასწორება. ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამოდენიმე თვალსაზრისით.