Saturday, March 19, 2016
მეორე მოდული
გავიხსენეთ წინა მოდულში გავლილი აქტივობები, შემდეგ კი დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე. პირველ რიგში განვსაზღვრეთ სტანდარტები და შევიმუშავეთ მიზნები სასწავლო პროექტისათვის.
ტრენერი გვესაუბრა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომ ასეთი კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები. ასეთი კითხვების დასმა განაპირობებს ჩართულობის ხარისხის გაზრდას სასწავლო პროცესში.
გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნები. სასწავლო პროექტის შეფასების დაგეგმვისას აუცილებელია გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების ოთხივე მიზანი, როგორიცაა: ა) მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება, ბ) თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა, გ)პროგრესის მონიტორინგი, დ) ნასწავლის გააზრების შეფასება. განმსაზღვრელი შეფასების დროს ვითვალისწინებთ ისეთ მიზანს, როგორიცაა: მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს და შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პრეზენტაციის მონახაზი. სიღრმისეულად განვიხილეთ Power point-ის პროგრამა.შევისწავლეთ ბლოგზე პოსტის დადება, წაშლა და ჩასწორება.
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამოდენიმე თვალსაზრისით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment